სოფო ქაცარავა - მთავრობა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დღეში წარუდგენს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, მთავრობა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დღეში წარუდგენს.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მთავრობამ სია 15 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
„ველოდებით, რომ მთავრობა პარლამენტს სიას რამდენიმე დღეში წარუდგენს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ მიზანმიმართული ძალადობა განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ამზადებს, სადაც მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაცია იქნება. ეს დასკვნაც კიდევ ერთი ბერკეტი იქნება იმის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, – განაცხადა ქაცარავამ.