სოფო ქაცარავა - ეუთო-ს მინისტერიალზე მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სოფო ქაცარავა - ეუთო-ს მინისტერიალზე მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ეუთო-ს მინისტერიალზე, რომელშიც 57 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დელეგაცია იღებს მონაწილეობას, პრაქტიკულად ყველამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს აგრესია და დესტრუქციული ქმედებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია, ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატებს, რათა ჩვენმა მოკავშირეებმა ამ ყველაფრის მიმართ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და შეფასება”, – წერს ქაცარავა.