ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა – ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციას, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას გმობს.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ ეუთო-ს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
We deplore #Russia’s ongoing occupation of #Georgia‘s regions of Abkhazia & South Ossetia. 🇷🇺’s occupation of these 🇬🇪 regions, like its war of aggression against 🇺🇦, violates its int’l obligations & contravenes its #OSCE commitments. We fully support Georgia’s sovereignty &… pic.twitter.com/aNDN254tb5
— U.S. Mission to OSCE (@usosce) August 7, 2024