სოფო ქაცარავა - ჩემი გადაწყვეტილების უკან არავითარი ფარული ჩანაფიქრი არ არის
ამის უკან არავითარი ფარული ჩანაფიქრი არ არის, უბრალოდ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელსაც ვთლი ერთადერთ სწორი გადაწყვეტილებად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფო ქაცარავამ განუცხადა, რომელმაც საპარლამენტო მანდატი დატოვა.
„ნამდვილად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს ამ ყველაფრის შესახებ ველაპარაკე და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. რა თქმა უნდა, ამის უკან არავითარი ფარული ჩანაფიქრი არ არის, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რასაც ვთლი რომ არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
არანაირი გეგმები მაქვს, მით უმეტეს, პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ქაცარავამ.
სოფო ქაცარავას ნაცვლად პარლამენტში სავარაუდოდ ბენედიქტე ქაშაკაშვილი შევა.