სოფო კილაძე - მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალურად გაიყო, გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციური ფლანგი ერთ საქმეს ემსახურება
სოფო კილაძე - მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალურად გაიყო, გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციური ფლანგი ერთ საქმეს ემსახურება

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალურად გაიყო, ისინი გადამწყვეტ მომენტში ერთ საქმე ემსახურებიან,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთიან სიებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ერთიანი სია უნდა ჰქონდეს, ამავდროულად ამბობს, რომ მას ოპოზიციიდან ვიღაცები ეტოლებიან. ამ განცხადებიდანაც ჩანს ოპოზიციური ფლანგის ერთობა. მგონია, რომ ამას ყველაზე კარგად საზოგადოება აფასებს და სწორედ ამიტომ იდება შესაბამისი შედეგი არჩევნებზე. საზოგადოება ყველაზე კარგად აფასებს, ვის უნდა ენდოს და ვის – არა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალურად გაიყო, ისინი გადამწყვეტ მომენტში ერთ საქმე ემსახურებიან და ერთ საქმეს აკეთებენ. ეს საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე და არაფერი სხვა“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.