სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქართველოდან ექსპორტირებულია 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ამავე პერიოდში, ოთხი პროცენტით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში – 3 377 ტონა, უკრაინასა – 2 832 ტონა და სომხეთში – 1 475 ტონა, ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.