სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მარაგების კუთხით და მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის
არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის,
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.