სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მარაგების კუთხით და მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის

10:25, 10.03.2022

არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის,

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მსგავსი