თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მხატვარ ეთერ ყიფიანს 100 წლის იუბილე მიულოცეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით. იუბილარს თბილისის მერიის ხანდაზმულთა პროგრამის ფარგლებში, საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.
„როგორც იცით, თბილისის მერია ყველა ასი წლის და ას წელზე ზევით ასაკის მოქალაქეს ყოველწლიურად ურიცხავს 1000 ლარს. ვცდილობთ, რომ ჩვენს უხუცეს და ძვირფას ადამიანებს პირადად შევხვდეთ და მივულოცოთ”, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ეთერ ყიფიანს ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. მას შექმნილი აქვს მრავალი ფერწერული ტილო და დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.