სოფიო ხუნწარია ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში მისვლას და ოპოზიციასთან შეხვდრას გეგმავს, მაგრამ რა ფორმატში ჯერ უცნობია.
“მე გავაკეთებ პრეზენტაციას აუცილებლად. ფორმატზე ვფიქრობ და თუ რა ფორმატი იქნება ამას ყველა გავიგებთ. ჩვენ ასევე გვინდა ვთხოვოთ საზოგადოების წევრებს, მწერლებსა და გამომცემლებს რომ მოგვცენ რჩევები, შენიშვნები თუ ასეთი იარსებებს და ყველაფერს გავითვალისწინებთ. ეტაპები იცით, რომ ძალიან ბევრია იქამდე, ვიდრე საბოლოო შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
სოფიო ხუნწარია ასევე ბიბლიოთეკარების პეტიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეფორმების მთავარი მიზანი კომფორტის შექმნაა.
“მე გული მწყდება, რომ ჩვენი ბიბლიოთეკარები ასეთი განწყობით არიან, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტი შევუქმნათ, რათა სამომავლოდ ჰქონდეთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გაზრდილი ხელფასები და ა.შ”, – განაცხადა ხუნწარიამ.
საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას და კადრების კვალიფიკაციის გაზრდას გულისხმობს.