სოფიო გორგოძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების პროცესს დააკვირდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდა.
გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს სრულდება. მისივე განცხადებით, 21 ივლისიდან დამატებითი სესიები დაიწყება.
დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.
ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.