განათლების სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი
განათლების სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34 843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.

შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს სისტემაში, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.