სოფიო გორგოძე - კვლევამ აჩვენა, რომ წიგნიერებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
სოფიო გორგოძე - კვლევამ აჩვენა, რომ წიგნიერებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

სხვა კვლევებისგან განსხვავებით, PISA-ს კვლევამ აჩვენა, რომ წიგნიერებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს, ვიდრე მათემატიკაში და თუნდაც, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პრობლემა უფრო მწვავეა, რაც უფრო მაღალ კლასებში გადავდივართ, რადგან აქეთ PIRLS-ის კვლევა გვაქვს და PIRLS-ის კვლევას ვადარებთ“, – განაცხადა გორგოძემ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, PISA-ს კვლევამ აჩვენა ასევე ის, რომ გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავებები არის, გოგონების სასარგებლოდ.

PISA-ს კვლევამ აჩვენა ასევე ის, რომ გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავებები არის გოგონების სასარგებლოდ, ყველა საგანში და წიგნიერებაში განსაკუთრებით – 38-ქულიანი სხვაობა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სხვაობა უფრო დიდი იყო გოგონების სასარგებლოდ და შემცირდა“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.