სოფო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს თელავში გაეცნო
სოფო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს თელავში გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას თელავში გაეცნო.

აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით დაიწყო, რაც სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის გამოყენებასა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას ითვალისწინებს.

კახეთის საგამოცდო ცენტრში წელს სულ 233 აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდა დღეს კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

გორგოძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხვალიდან მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც საგნის გამოცდაზე არიან დარეგისტრირებულები, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც ტესტირების დრო, კონკრეტული თარიღი და წესებია მითითებული.

საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დისტანციას დაცვას პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.