სოფელ ზოტში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ ზოტში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია ეზოებში მდებარე ყველა დამხმარე ნაგებობა. დახოცილია 13 სული საქონელი.

დამწვარია ოჯახების საკუთრებაში არსებული ავტომანქანები.

ოჯახის წევრებმა სახლიდან დროულად გასვლა შეძლეს, თუმცა სტაციონარში ორი ადამიანი გადაყვანა მაინც გახდა საჭირო. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. ზარალის ოდენობა დიდია. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალით დაეხმარება”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.