სოფელ ზემო მაჩხაანში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლის მოსახლეობა დააზარალა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლის მოსახლეობა დააზარალა.
ძლიერმა ქარმა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში მდგარ სათავსოს სახურავი მოხადა. მოგლეჯილია ხეები. ასევე დატბორილია სოფლამდე მისასვლელი გზა და ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები.
როგორც პირველ არხს დედოფლისწყაროს ვიცე-მერმა, მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელში იმყოფებიან და სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობენ.