სოფელ ზემო მაჩხაანში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლის მოსახლეობა დააზარალა

15:47, 06.06.2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლის მოსახლეობა დააზარალა.

ძლიერმა ქარმა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში მდგარ სათავსოს სახურავი მოხადა. მოგლეჯილია ხეები. ასევე დატბორილია სოფლამდე მისასვლელი გზა და ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები.

როგორც პირველ არხს დედოფლისწყაროს ვიცე-მერმა, მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელში იმყოფებიან და სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობენ.

მსგავსი