სოფელ ყარაჯალაში სამი დღის წინ მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ ყარაჯალაში სამი დღის წინ მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამი დღის წინ მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანობის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საცხოვრებელი სახლის გადაწვით იმუქრებიან.

შემთხვევა პირველ თებერვალს ყარაჯალაში, მეჩეთის წინ საღამოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელმა 19 წლის ახალგაზრდა მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.

„10 წლის წინ ორი არასრულწლოვანი და ბრალდებული ერთად იყვნენ ცხვარში. მათ მტაცებლისგან თავის დასაცავად, იარაღი ჰქონდათ. ერთ-ერთს შემთხვევით იარაღი გაუვარდა და მოკლა დაკავებულის ძმა. ეს უბედური შემთხვევა იყო. ახლა კი, მისმა ოჯახმა ჩემს შვილზე შური იძია. უდანაშაულო იყო რადიმი. ამას არ შევარჩენთ, გადავწვათ მათ სახლს თუ სოფლიდან არ წავლენ”,- ამბობს გარდაცვლილის და რადმილა ყურბანოვი.

ახალგაზრდის მკვლელობაში დამნაშევე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.