სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ჩვილი თელავში ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომების გამო, ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.

ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. სოფელ ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოსაძიებლად მუშაობენ. 

11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.