სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს
სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს

ოჯახის წევრებისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.

მკვლელობა სოფელ ყანდაურაში ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა გამყრელიძე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. 57 წლის ნოდარ გამყრელიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი წლის წინ თავდაპირველად 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. გამოძიება ამბობდა რომ მან მოკლა შვილი, რძალი, ორი მეზობელი და დაჭრა მეუღლე, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. მას პატიმრობას ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ის პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც იყო დაკავებული. მას იარაღის უკანონო შეძენა -შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.