სოფელ ვარდისუბნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო
სოფელ ვარდისუბნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში, ალაზნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო.

ვარდისუბანში მცხოვრები ბიჭი სავარაუდოდ, უფროს ძმასთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იმყოფებოდა და ბანაობისას დინებამ წაიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.