თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ფერმაში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ამავე ფერმაში დასაქმებული პირია.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.