სოფელ ვაკეში მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს

09:32, 27.06.2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ფერმაში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ამავე ფერმაში დასაქმებული პირია.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი