სოფელ ტანძიის მოსახლეობა „არ ემ ჯისგან“ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს
ბოლნისის რაიონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მოსახლეობა უკვე მეთორმეტე დღეა მდინარე ხრამის ხეობის ე.წ. ბნელი ხევის მისასვლელთანაა შეკრებილი
ადგილობრივები ოქროს მომპოვებელი კომპანია „არ ემ ჯი გოლდისგან“ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
აქციის მონაწილეებს დღეს „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, „არ ემ ჯის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყება. ფონდის წევრები აცხადებენ, რომ კომპანიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს, თუმცა სამუშაოები კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.