გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია ასეირნებდა, რა დროსაც მცირეწლოვანმა ძირს დაყრილი თაგვის წამლის მცირე ოდენობა შეჭამა.