სოფელ შატილში 250 კვტ სიმძლავრის ჰესი აშენდება
სოფელ შატილში 250 კვტ სიმძლავრის ჰესი აშენდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მდინარე არღუნზე, 250 კვტ სიმძლავრის „ბეტეხი ჰესი 1“ აშენდება, რომელსაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შატილისთვის, რადგან სოფელი არ არის ჩართული ერთიან ელექტროსისტემაში. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო მომსახურების შესყიდვა მიმდინარე თვეში იგეგმება.