სოფელ საზანოში, საარჩევნო უბანთან ცოცხები და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში 35-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერით „5“, ცოცხები გადმოფინეს და პლაკატები „არა ნაცისტებს” და „არა ფაშისტებს” გააკრეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოუცხადეს პროტესტი ძალას, რომლის ხელისუფლებაში მოსვლასაც ეწინააღმდეგებიან.
„რაღაც იმედი გაუჩნდა „ნაცმოძრაობას“, რომ ისევ მობრუნდებიან. კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ასე არ არის. ჩვენ უარს ვეუბნებით ბოროტებას”,-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ლევან ჭანტურიძემ.