სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა
სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ ფარგლებში აშენდა.

პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანზე“ მშენებლობისთვის გაიცა 350 000 დოლარის გრანტი და 10 000 დოლარის აგროსესხი.