სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და გიორგი ანწუხელიძის მეგობრებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკებისას მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და სასტიკი წამებით მოკლეს. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 39 წელი შეუსრულდებოდა.