გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული აკაკი მისირელი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გათავისუფლებული ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
აკაკი მისირელი შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტში დაკითხავენ.