სოფელ პერევში ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.
სოფლის მოსახლეობისთვის უფასო მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის” ორგანიზებით ტარდება.
აქციაში ხუთი წამყვანი კლინიკის 50 ექიმი მონაწილეობს. უფასო მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები დღესვე დასრულდება, თუმცა მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში ადგილობრივებს ექიმის დანიშნულებით მედიკამენტებს დაურიგებენ.