ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივების თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხვისა. კომპანია კი, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს, მეზობელ სოფელთან დამაკავშირებელ გზას კეტავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, თუ ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები არ მიიღო, სოფელი დაცარიელდება.
როგორც ხობის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია აცხადებს, აღნიშნული ტერიტორია არა საძოვარი, არამედ ჩაის პლანტაცია იყო, რომელიც შპს „კატერმა“ შეიძინა და ინვესტიციას ახორციელებს.
ამასთან, ვარდიას თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის თანახმად, მოსაზღვრე სოფელთან დამაკავშირებელი გზა არ ჩაიკეტება.