სოფელ ნაგომარში, მდინარე სუფსამ ყანები დატბორა
სოფელ ნაგომარში, მდინარე სუფსამ ყანები დატბორა

ორდღიანი უამინდობისა და ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სუფსამ სოფელ ნაგომარში მოსახლეობის საყანე ფართობები დატბორა. წაღებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი.

„უხვი დინების გამო, სოფელ ნაგომარში, საყანე ფართობების ნაწილი წაღებულია, საფრთხე ექმნება, ასევე ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზას. დღის წესრიგში დგას დამცავი ჯებირების მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს ზომებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად,“- აღნიშნა მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძემ.