სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „ჯიპ ჩეროკისა” და „ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მედიკოსების შეფასებით, სხვა მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.