სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

19:57, 19.10.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ჯიპ ჩეროკისა”  და „ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მედიკოსების შეფასებით, სხვა მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი