სოფელ ნაბაკევში, ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ხურჩაში მცხოვრები მორგოშიები დააკავეს
გალის რაიონ სოფელ ნაბაკევში, ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მცხოვრები ცოლ-ქმარი მორგოშიები დააკავეს. ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ცოლ-ქმარი სოფელ ნაბაკევში, საკუთარ თხილნარში იმყოფებოდა.
გათავისუფლების შედეგ, რუსმა მესაზღვრეებმა მორგოშიებს საკუთარ თხილნარში შესვლა აუკრძალეს. როგორც ცოლ-ქმარი აცხადებს, თხლინარი მათ ეკუთვნით და მათი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრშია.
ხურჩის გამგებელმა, ბადრი ხუნჯგურუამ პირველ ახრთან საუბარში განაცხადა, რომ მორგოშიების თხილნარი ღელეს გადაღმაა, ღელე კი სამაგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრად ითვლება.
როგორც მორგოშიები ამბობენ, ღელის მიღმა ბევრ ხურჩელს აქვს თხილნარი და საყანე ტერიტორია. ცოლ-ქმრის განცხადებით, რადგან ეს მათი დაპატიმრების პირველი შემთხვევა იყო, ჯარიმა არ გადაუხდიათ. თუმცა, მათივე თქმით, თუ კიდევ მოხდება რომელიმე ხურჩელის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევა, პატიმრობასთან ერთად ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.