რუსი ოკუპანტები ხურჩასთან მავთულხლართებს იღებენ
რუსი ოკუპანტები ხურჩასთან მავთულხლართებს იღებენ

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს.

მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

გასული წლის აპრილში ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.