ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა.
მუშევანი ბოლო სოფელია, რომელიც „კოვიდ- 19“ ის გამო ჩაკეტილი იყო.
სამართალდამცველებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხთან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მუშევანში კორონავირისის სუ 80 შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.