სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს
სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

ბოლნისის სოფელ მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება სოფელ მუშევანის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოებია.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები სამიზნე ჯგუფებში „პისიარ“ კვლევისთვის ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ. აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ დილით გადაიგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ პასუხები უარყოფითი იქნება, მუშევანს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლნისში „კოვიდ-19“-ის 192 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 172 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა. ამ დრომდე კარანტინში ხუთი, იზოლაციაში კი ოთხი ადამიანი რჩება.