სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს
სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს.

სოფელ მუშევანში რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან ერთი ჯგუფი და ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები შევიდნენ.

მედიკოსები კორონავირუსით დაინფიცირებული პირების კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს აიღებენ, რაზეც შემდეგ პისიარ მეთოდით, ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება. პასუხები სავარაუდოდ ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

კონტაქტების შესწავლა გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეპიდემიოლოგების თქმით, მედიკოსებს მუშაობის პროცესში რაიმე შეფერხებას და წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონიათ.

სოფელ მუშევანში ამ დროისთვის 20 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მას შემდეგ რაც მუშევანში კორონავირუსის ათამდე ფაქტი დადგინდა, სოფლის შესასვლელთან 25 აპრილის შემდეგ ზომები გამკაცრდა და სოფლის შესასვლელთან დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.