სოფელ მუშევანში გამოკვლეული 66 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სოფელ მუშევანში გამოკვლეული 66 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან გაგზავნილი 66 საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია. მუშევანი ბოლო სოფელია, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამო ამ დრომდე ჩაკეტილია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

გუშინ ეპიდემიოლოგებმა სოფელში გაფართოებული ტესტირება განახორციელეს და მიზნობრივი ჯგუფებიდან საკვლევი მასალა აიღეს.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და სულ „კოვიდ-19“-ის 80 შემთხვევა დაფიქსირდა.