სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიება სახელწოდებით ,,ეზიარე ფიროსმანს" გაიმართა
დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ხელოვან ქალთა ასოციაციამ ,,ჩექ ინ ჯორჯიას” პროექტის ფარგლებში ღონისძიება სახელწოდებით ,,ეზიარე ფიროსმანს” გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდენ კახეთის სამხატვრო სკოლების მოსწავლეები და ფოლკლორული ანსამბლები და ასევე, კოსტიუმირებული წარმოდგენით გაცოცხლებული ფიროსმანის ნახატების გმირები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიკო ფიროსმანის შთამომავლები.
,,მეჩვენება, რომ მიტოვებული იყო მირზაანი, თავის სახლ-მუზეუმთან ერთად. ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა, აზიაროს ბავშვები ფიროსმანს. გვინდა, გამოვაცოცხლოთ ეს ადგილი, ეს მხარე და რაც მთავარია, მოვიზიდოთ აქ ხალხი, ტურისტები და ვაჩვენოთ ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნანა ლორთქიფანიძემ.
ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ფიროსმანის მშობლიურ სოფელში მსგავსი ტიპის ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება.