სოფელ მეტეხში მცხოვრები რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი შიდა ქართლში დაფიქსირდა.
კორონავირუსი სოფელ მეტეხში მცხოვრები, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.
აქედან ორი არასრულწლოვანია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კასპის მინიციპალიტეტის წარმომადგენელმა სოფელ მეტეხში სოსო მარღიშვილმა დაუდასტურა.
„ოთხივე, ვისაც დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგებმა უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. აქედან ორი პატარა ბავშვია, ინფიცირებული მედდის შვილიშვილები. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ მუშაობას და ყველა კონტაქტი იქნება შესწავლილი. სოფელ მეტეხში ორ დღეში ხუთი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს“,- განაცხადა სოსო მარღიშვილმა.
შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში გუშინ სულ 25 ნიმუში გააგზავნეს, აქედან ექვსი ინფიცირებული სანიტრის კონტაქტია.