სოფელ მეტეხის მკვიდრს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
52 წლის ქალს, რომელიც თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში სანიტრად მუშაობს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. განმეორებითი ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს მიიღეს.
ინფიცირებული სანიტარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხიდანაა. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს აუღეს ანალიზი, რომელიც უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელ მეტეხში მცხოვრები ხუთი პირი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში დაუდასტურეს.
დღეს შიდა ქართლიდან „კოვიდ-19“-ზე ლუგარის ლაბორატორიაში სულ 42 ნიმუში გაიგზავნა.
არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 921 შემთხვევა ფიქსირდება.