ახმეტის სოფელ მატანის შესასვლელში გაშლილ სამედიცინო კარავში ტესტი უკვე 460-მა მოქალაქემ ჩააბარა. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი ავრცელებს.
შიოშვილის განმარტებით, ტესტის პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომები არც ერთ მოქალაქესთან არ დაფიქსირებულა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა შიოშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისთვის კახეთში 23 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია, ისინი მცხეთისა და თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში არიან მოთავსებული.