სოფელ ლეღვაში ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ
სოფელ ლეღვაში ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ

სოფელ ლეღვაში, სადაც გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

ინფიცირებული ოჯახების მეზობლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქობულეთის მერიის წარმომადგენლის,  ჯაბა სტამბოლიშვილის ინფორმაციით, სოფელში უკვე შემოწმდა 306 ადამიანი, მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა და მათზე ექიმები დაკვირვებას აწარმოებენ. მისივე თქმით, სოფელში ჯამში 5000 ადამიანამდე ცხოვრობს.

„რაც შეეხება ინფიცირებულებს, ხუთი ინფიცირებული ფიქსირდება სოფელ ლეღვაში ორ ოჯახში, მათი მეზობლები საუბარია სამ ოჯახზე, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენ და პროდუქტებით ვამარაგებთ, მათ აკრძალული აქვთ გამოსვლა და კონტაქტი, ამიტომ ვაკონტროლებთ მათ“, – განაცხადა ქობულეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლეღვაში.