ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეს მოიხსნება.
ორი კვირის განმავლობაში, სოფელი, სადაც 21 ოჯახი ცხოვრობს, სრული კარანტინის პირობებში ცხოვრობდა.
სოფელში იკრძალებოდა როგორც შესვლა, ასევე სოფლის დატოვება. რეჟიმის გამკაცრდა მას შემდეგ, რაც სოფელ ხიდისყურში ორ ქალს „კოვიდ19“ ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებული ერთი პირი თბილისში, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.