ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ხანძარი იყო. სრულად დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს მერია კანონით დადგენილი წესით დაეხმარება.