ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
ადგილობრივების განცხადებით, შინაურ ცხოველებს ცოფი ტურებისგან გადაედოთ და სამი მსხვილფეხა პირუტყვი სწორედ ტურის ნაკბენის შედეგად დაიღუპა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, სოფელ ჯიხანჯურში ორთვიანი კარანტინია დაწესებული. მოსახლეობას ეკრძალება შინაური ცხოველების გაშვება, ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია.
ჯიხანჯურის პარალელურად ცხოველების ვაქცინაცია მიმდებარე სოფლებშიც განხორციელდა. ცოფის პირველი შემთხვევა 22 დეკემბერს ბოლო კი, 11 იანვარს გამოვლინდა.