სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ მიმდინარეობს
სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საცხენოსნო დოღი „ანაკლიის თასი 2018“ მიმდინარეობს.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, დღეს საფუძველი ჩაეყარა საცხენოსნო დოღს ანაკლიის თასზე, რომელიც ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

„ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ საერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შეირჩევა ადგილი საერთაშორისო დონის იპოდრომის ასაშენებლად. დოღში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „ანაკლიის თასი 2018“ საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს.